ეკა ბესელია : უნდა დავინახოთ განსხვავება პოლიციის დღევანდელ სისტემასა და იმ უწყებას შორის, რომელიც ხელისუფლებამ 2013 წლიდან ჩაიბარა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრი პლენარულ სხდომაზე პირველად გამოდის, რაც ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე მეტყველებს.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, კითხვა-პასუხის ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მხრიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მიიღონ.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაობიექტური შეფასებები ისმის. საზოგადოება მინისტრის მოხსენებიდან ფართო ჭრილში ყველა იმ საკითხის შინაარსს დაინახავს, რაც ბოლო პერიოდში ისმის. ამ საკითხებიდან გამოხატვის თავისუფლების ნაწილში, შს მინისტრის მხრიდან მისი მანდატისა და ფუნქციის შესრულებას გამოვყოფდი. კერძოდ, სახელმწიფომ ამ უფლების რეალიზება რამდენად უზრუნველვყავით. საინტერესო იქნება, დავინახოთ, არა მხოლოდ ბოლო პერიოდში აქციებთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელიც სამინისტრომ ჩაატარა, არამედ მთლიან ჭრილში ის სისტემური რეფორმები, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. განსხვავება უნდა დავინახოთ იმ უწყებებს შორის, რომელიც ხელისუფლებამ 2013 წლიდან ჩაიბარა და დღეს, რეფორმის პროცესში პოლიციის სისტემა სად არის. ვფიქრობ, ეს ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ გამოწვევები და რა შეიცვალა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსი“ არის პირდაპირ რუსეთის დაკვეთის შემსრულებელი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში – სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატიარუსუდან შარაძე : მამაჩემის სისხლში ცურაობა არ დამვიწყებია და სანამ პირში სული მიდგას, არავის დავავიწყებ