ეკა ბესელია : წინასაარჩევნო გარემო, არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო კონტროლი საკუთარ განცხადებებზე

კანონმდებლები თავდაცვის ახალი მინისტრის მიმართ თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურებიან. უმრავლესობის ლიდერები მას პრემიერის მსგავსად “არაადეკვატურს” უწოდებენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, ინსტიტუციების შეურაცხყოფა დაუშვებელია.

„კონკურენციის ვითარება, დააკარგვინებს თუ არა პოლიტიკური წონასწორობას პოლიტიკური ლიდერებს და ათქმევინებს თუ არა არა ადეკვატურ რამეს ან გააკეთებინებს იმას, რაც არა კორექტული, სწორედ ამით იზომებიან პოლიტიკოსები, ლიდერები. წინასაარჩევნო გარემო, არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო კონტროლი საკუთარ განცხადებებზე,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

banner
წინა სტატიაშისამცხე-ჯავახეთში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შემდეგი სტატიამტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს