ეკა ბესელია : თელავში ინაუგურაცია იმის ხაზგასმაა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ყველას პრეზიდენტი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის თელავი სხვადასხვა ფაქტორის გამო შეირჩა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, თელავი ისტორიული ადგილია და ეს არის ქალაქი, სადაც ნაკლები ხმა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ პრეზიდენტი არის ყველას პრეზიდენტი მიუხედავად იმ განწყობებისა, რაც იყო თელავში. პრეზიდენტი უნდა იყოს გამაერთიანებელი და მაკონსოლიდირებელი, ის უნდა იყოს ზეპარტიული. ეს არის ძალიან საინტერესო ნაბიჯი, რათა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზუსტად ის შინაარსი ატაროს, რაც დევს კონსტიტუციურ ცვლილებებში”, – განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციებს, ეკა ბესელია აცხადებს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დღეს ქვეყანაში დაცულია.

„მადლობა ღმერთს, რომ აღარ გვაქვს დრო, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციების ეშინოდა ოპოზიციას”, – განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, უნდა დაპატიჟოს თუ არა გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიცია ინაუგურაციაზე, ეკა ბესელია პასუხობს: „მგონია, რომ ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი ინტერესი და არა პარტიული ინტერესი ბუნებრივია, ამ დღეს უნდა შეუერთდეს”.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმს დაესწრო
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის ატაშეების ფორუმი ჩატარდა