ეკა ბესელია : თეა წულუკიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მთავრობის შემადგენლობაში

თეა წულუკიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მთავრობის შემადგენლობაში, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ბესელიას თქმით, საკითხთან დაკავშირებული დეტალები მისთვის უცნობია.

„თეა წულუკიანი არის ძალიან გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრობის შემადგენლობაში. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირადად დავინახო პროცესი, რამაც გამოიწვია ასეთი შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება. არ ვიცი დეტალები, ამიტომ, ვერ გავაკეთებ რამე კონკრეტულ კომენტარს, მაგრამ იმედი მაქვს, ინსტიტუციურად არ დააზიანებს ეს პროცესი იმ გზას და იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანას დემოკრატიისთვის ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უნდა გადაწყდეს. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მას აქვს მყარი პოზიცია. „თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება სამეფო კარზე – ისტორიული და უპრეცედენტო საქმის სასამართლო განხილვა იწყება
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : არსებული ინფორმაციით, საკითხი, რომელზეც თეა წულუკიანი საუბრობს, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება