ეკა ბესელია: შეთანხმებული მაქვს გითხრათ, რომ თავდაცვის მინისტრი ნოდარ ხადური იქნება

პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

როგორც მან აღნიშნა, სხდომაზე მაჟორიტარობის ორ კანდიდატზე იმსჯელეს, რომლებსაც გიორგი კვირიკაშვილი მცხეთა-მთანეთის რეგიონში 29 ივლისს წარადგენს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, გადაწყდა, რომ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის პროცესი დაჩქარდეს.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის კანდიდატურას, ბესელიას ინფორმაციით, პოლიტსაბჭოზე კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბრია არ ყოფილა, თუმცა ითქვა, რომ თინა ხიდაშელის შემცვლელის ვინაობას პრემიერი კანონით დადგენილ ვადებში დაასახელებს.

“თუმცა, ნოდარ ხადურთან შევათანხმე, რომ მეთქვა – თავდაცვის მინისტრი ნოდარ ხადური იქნება”,- იხუმრა ბესელიამ ჟურნალისტებთან.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ნატოს წარმომადგენელი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება