22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ეკა ბესელია: სემეკის პირველადი დასკვნით საქართველოს სრული ჩაბნელება ელექტროსისტემის უუნარობას დაბრალდა

სემეკის პირველადი დასკვნით საქართველოს სრული ჩაბნელება საქართველოს ელექტროსისტემის უუნარობას დაბრალდა და მისი პასუხისმგებლობა გამოკვეთა!

ვის აბარია ელექტრო სისტემა ? ვანო ზარდიაშვილს. მდინარაძის მარჯვენა ხელი, კორუფციაში ჩაფლული.
კეთილი ინებოს და გამოძიება დაინტერესდეს მათი კორუფციული სქემების გამოძიებით !”
-წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი რამდენიმე საათით ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაწერა:

“24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებული აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან. საქართველოს ელექტროსისტემას უნდა ემოქმედა ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის”

banner
წინა სტატიაშიცოტნე კობერიძე: ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უფრო მეტად შემოვიდა, ვიდრე აქამდე იყო
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ჩაერთო