ეკა ბესელია საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს შეხვდა

ეკა ბესელია საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, დუგლას ჰ. ბოლს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დემოკრატიის და მმართველობის ოფისის დირექტორს, ლაურა მარია ბათლერ ბერგერს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, დუგლას ჰ. ბოლს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დემოკრატიის და მმართველობის ოფისის დირექტორს, ლაურა მარია ბათლერ ბერგერს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერის საკითხი.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმის სამი ეტაპის შემდეგ მოხდა შედეგების შეფასება, პროცესის დინამიკისა და არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მიღებული იქნა გადწყვეტილება ცვლილებების ახალი ეტაპის – რეფორმის მეოთხე ტალღის დაწყების შესახებ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მისი ინიციატივით შეიქმნა სრულიად ახალი ფორმატი, სადაც ჩართულია ხელისუფლების სამი შტო – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად და ოთხი საერთაშორისო ორგანიზაცია – ევროკავშირი, ევროსაბჭო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების ხელშეწყობის პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).

ეკა ბესელიას განცხადებით, პირველი პროექტის მომზადების შემდეგ, აღნიშნული ფორმატი კიდევ უფრო გაფართოვდება და განხილვები იქნება საჯარო და ღია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმის საწყის ეტაპზე სასამართლოს ჩართულობა იქნება უფრო ეფექტური და იმპლემენტაციის პროცესი სწრაფად განხორციელდება.

ეკა ბესელიამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის ძირითადი მიმართულებები და სამომავალო გეგმები გააცნო.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია შემდეგი საკითხები: სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება; დისციპლინური გადაცდომის საფუძვლები და დისციპლინური სამართალწარმოება – ხარვეზები და გამოწვევები; იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების შექმნა.

მხარეებმა ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი პროექტის -„კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.

საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, დუგლას ჰ. ბოლმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია სასამართლო რეფორმის მიმდინარეობით საქართველოში. მისივე თქმით, დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო არის დემოკრატიის მამოძრავებელი ძალა და ორგანიზაცია მზად არის გააგრძელოს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმუქარა ევროპული საქართველოს კანდიდატზე
შემდეგი სტატიაენმ-ის წევრი გირშელ ბართაია უკრაინაში არ შეუშვეს