ეკა ბესელია საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებებს აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას აფასებს და მიიჩნევს, რომ პედრო აგრამუნტის შეფასებები არაობიექტურია.

„ჩვენ მას ვიცნობთ იმ ცნობილი რეზოლუციის ავტორის სახით, რომელიც იყო ძალიან უსამართლო და დაუბალანსებელი რეზოლუცია. ის არის სახალხო პარტიის ლიდერი და ნაციონალური მოძრაობა შემავალია ამ პოლიტიკური ჯგუფის. სახალხო პარტია, რომ ღიად ლობირებს ნაციონალურ მოძრაობას ეს ცნობილი ფაქტია და მათი პოლიტიკური თანამოაზრეობა ხშირდ ვლინდება სხვადასხვა ტენდენციურ განცხადებებში, მაგრამ ჩვენ გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ბატონი აგრამუნტი ეხლა მაინც, როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დაივიწყებს მის პირად პოლიტიკურ მეგობრებს და სიმპატიებს და ის შეძლებს, რომ თავის საჯარო გნცხადებებში დაბალანსებულად და ევროსაბჭოს პრინციპების ფარგლებში გააკეთოს განცხადებები და მოახდინოს რეაგირება. სრულიად არასერიოზული იქნება და დამაკნიკებელია ისეთ ცნობილ და მართლაც პოლიტიკურ პატიმარზე როგორიც არის სავჩენკო, მასთან ერთად იყოს ნახსენები უკვე მსაჯვრებული და სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბატონი უგულავა. ეს განპირობებულია პოლიტიკური სიმპატიებით ბატონი აგრამუნტის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მიმართ,“-აცხადებს ეკა ბესელია.

ეს განცხადება ბესელიამ დღეს აგრამუნტის მიერ საპარლამენტო ასამბლეაზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა სადაც მან თქვა, რომ “მისი, როგორც თავმჯდომარის ერთ–ერთი მიზანი ასამბლეის წევრ პარლამენტართა უფლებების დაცვაა, რომ მათ შეძლონ საკუთარი მანდატის განხორციელება როგორც ევროსაბჭოსა და საკუთარ ქვეყნებში არჩეულმა წარმომადგენლებმა. ამგვარად, ისეთი ფიგურების გათავისუფლება როგორიც ნადია სავჩენკო და სხვა პოლიტიკური პატიმრები არიან, გიგი უგულავას ჩათვლით, ასევე მათი თავისუფლების, თავისუფალი გადაადგილების და სიტყვის თავისუფლების დაცვა უნდა იყოს აღნიშნული ქვეყნების ხელისუფალთა ერთ–ერთი პრიორიტეტი.”

banner
წინა სტატიაშიშსს გზებზე გართულებული ვითარების გამო დამატებით შეზღუდვებს აწესებს
შემდეგი სტატიაადოკატთა ასოციაციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უპირისპირდება