ეკა ბესელია: საერთოდ, ასეთი არასერიოზული და მდაბიო ტერმინებით რომ არ ვილაპარაკოთ

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს ეკა ბესელიას უმრავლესობიდან გარიცხვის მუქარა არ აშინებს.

“საერთოდ, ასეთი არასერიოზული და მდაბიო ტერმინებით რომ არ ვილაპარაკოთ, სხვა ტერმინი არ არის ქართულ ლექსიკონში?! რაღაც უხერხულად ჩანს – “გაირიციხება, გამოირიცხება“ – ხალხო, რაზე ვლაპარაკობთ?! სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი დგას, როგორი მართლმსაჯულება ექნება ქვეყანას.

ეს პოლიტიკური პარტია ჩემს ხელში შეიქმნა, ვის ველაპარაკებით ასეთი ტერმინებით – “გაგრიცხავ, გამოგრიცხავ“? ვინ უნდა დამემუქროს? ვგავარ იმ ადამიანს, რომელსაც რაიმე მუქარის ეშინია, და მითუმეტეს ასეთი კომკავშირული ტერმინებით როცა მესაუბრებიან?! ახლა, სერიოზულად ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან.

banner
წინა სტატიაშიმმართველი პარტია სამუშაო შეხვედრას მართავს
შემდეგი სტატიაუვადო მოსამართლეთა სიის დამტკიცების შემთხვევაში ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს