ეკა ბესელია – როდესაც უმრავლესობაში ვიყავი, ანაკლიის პროექტზე ბევრი კრიტიკული და პესიმისტური პროგნოზები მომისმენია

region
ავტ.: region ოქტომბერი 16, 2019 17:21

ეკა ბესელია – როდესაც უმრავლესობაში ვიყავი, ანაკლიის პროექტზე ბევრი კრიტიკული და პესიმისტური პროგნოზები მომისმენია

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ფრაზა „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“ ბიძინა ივანიშვილისგან არასდროს მოუსმენია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ამასთან, ბესელიას განცხადებით, არც იმის თქმის საფუძველი აქვს, რომ ხაზარაძე ტყუის.

„ეს ფრაზა ივანიშვილისგან მე არასდროს მომისმენია, ამიტომ ვერ დაგიდასტურებთ. არც იმის საფუძველი მაქვს, ვთქვა, რომ ვინც ამბობს, ცრუობს. მაშინ, როდესაც უმრავლესობაში ვიყავი, ამ პროექტთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია მომისმენია. არა მხოლოდ მე მომისმენია, ამას საკმაოდ ბევრი ადამიანიც ისმენდა, კრიტიკული და პესიმისტური პროგნოზები. რამდენად განმსაზღვრელია ეს შემდგომი გადაწყვეტილებების, ამას დრო გამოაჩენს“, – განაცხადა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 16, 2019 17:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics