ეკა ბესელია : ქვეყანას მშვიდობიანი მომავალი უნდა შევუნარჩუნოთ

ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას. წარსულში დაბრუნდება ან გააგრძელებს სვლას უკეთესი, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლისკენ,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სერიოზული მომზადება და მობილიზებაა საჭირო.

„წინ მეორე ტური გველოდება. გვჭირდება ყოველდღე ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ყველა ჩვენს ამომრჩეველს და მოქალაქეს მოვუწოდოთ, რომ მეორე ტური გავაცნობიეროთ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი არჩევანია ქვეყნისთვის, სიმშვიდისთვის,ხვალინდელი დღისთვის. იმიტომ, რომ ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას. ეს არის არჩევანი, რომელსაც იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება და იძენს, ვიდრე მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ ვხედავთ ამ გადაწყვეტილებას შედეგად რა მოჰყვება. ოპოზიციური კანდიდატი აპირებს ყველა ის ადამიანი შეიწყალოს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ადამიანების წამებაში, მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში. ეს ძალიან მძიმე რეალობაა. საუბარია იმაზეც, რომ ასეთი ადამიანის ხელში პრეზიდენტის მანდატის გამოყენება შესაძლოა, ისეთი დესტრუქციული იყოს, რომ სახიფათო პროცესები გამოიწვიოს. ქვეყანას მშვიდობიანი მომავალი უნდა შევუნარჩუნოთ“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურა სასწრაფოდ უნდა შეიქმნას და დახვდეს ახალ პრეზიდენტს
შემდეგი სტატიაია მეტრეველმა რაკი არ იცის აქცია სად უნდა გამართოს,მე ვასწავლი – კილაძე