ეკა ბესელია: პრემიერ-მინისტრი იქნება უფლებამოსილი, მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

პრემიერის განცხადებაში ძალიან ნათელი გზავნილებია, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრემიერ-მინისტრის განცხადებას.

ეკა ბესელიას თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გარე დისკუსია და დაპირისპირება.

„კოალიციის შიგნით უნდა მოხდეს შეთანხმება და გადაწყვეტა. თუკი ეს დისკუსიები გარეთ გაგრძელდება, საზოგადოებას დარჩება შთაბეჭდილება, რომ არ ხდება ამ საერთო პრინციპის გაზიარება. პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავრობის მეთაური, იქნება უფლებამოსილი, რომ მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებები ალბათ იმათ მიმართ, ვინც საერთო წესრიგს და საერთო შეთანხმებას არ დაეთანხმება, რაზეც ჩვენ შევთანხმდით ცოტა ხნის წინ და ვთქვით, რომ უნდა დასრულდეს ეს დისკუსია გარეთ”. – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიცისკარიშვილი იმედოვნებს, რომ პრემიერის განცხადებაზე მინისტრები რეაქციებს “ფეისბუქში” არ გამოხატავენ
შემდეგი სტატია„რესპუბლიკური პარტია“ პრემიერ-მინისტრის განცხადებას პასუხობს