„ეკა ბესელია პოლიტიკურ პროცესში თავის წვლილს ყოველთვის შეიტანს“ – თამარ ჩუგოშვილი

„ქართული ოცნების“ რიგები ეკა ბესელიამ დატოვა. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საკიტხის შეფასებისას თამარ ჩუგოშვილმა განაცხადამ რომ ძლიერი ოპოზიციური პარტიები ქვეყანას აკლია და პოლიტიკურ პროცესში ეკა ბესელია თავის წვლილს შეიტანს:

“მე მგონი ძლიერი პოლიტიკური ძალები და პარტიები, განსაკუთრებით ოპოზიციური, ჩვენს ქვეყანას აკლია. ეკა ბესელია ძალიან ძლიერი და გამოცდილია, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესში თავის წვლილს ყოველთვის შეიტანს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაქ უნდა გავაკრა იმ 45 ბნელი დეპუტატის სია, ვინც “სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას” მხარი დაუჭირა – გოცირიძე
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა საზოგადოებას პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა