ეკა ბესელია : პირველ შემთხვევაში პირბადის გამოუყენლობაზე გაფრთხილება უნდა იყოს და ჯარიმის დაწესება არ უნდა მოხდეს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პირველ შემთხვევაში პირბადის გამოუყენლობაზე გაფრთხილება უნდა იყოს და ჯარიმის დაწესება არ უნდა მოხდეს.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები არის ნაჩქარევი, მოუმზადებელი და გაუაზრებელი.

„არ შეიძლება, ასე ბიუროს სხდომაზე გადალაპარაკებით იცვლებოდეს ჯარიმის ოდენობა. ეს არის პრინციპი. არ მომწონს, რომ არ ხდება პროპორციულად გაანალიზება, რა ჯარიმა არის ადეკვატური დარღვევისთვის. წინადადება მექნება, რომ გაფრთხილება იყოს პირველ შემთხვევაზე, რადგან შეიძლება მოქალაქემ არც იცოდეს, რომ ასეთი კანონი არსებობს, ისე სწრაფად ხდება კანონების მიღება, რომ ამას მოქალაქეები კი არა, დეპუტატებიც ვერ ეწევიან და კანონების წაკითხვას ვერ ასწრებენ“, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშილომისობის დღესასწაულზე ტაძრის ეზოში მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგახარია კვირიკაშვილზე:ყველამ თავისი ფასეულობებიდან გამომდინარე გააკეთოს განცხადებები