ეკა ბესელია: პედრო აგრამუნტი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დადგა

„თავის დროზე, როდესაც ჩვენ ამ ბრალდებებით და უნდობლობით ვიყავით განწყობილნი, მაშინ უმცირესობაში ვიყავით და სულ რაღაც ერთ წელიწადში, უკვე ფაქტის წინაშე დგას ასამბლეა, ღიად ამბობს, რომ ის აღარ უნდა იყოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე“,- ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფნა ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან დაკავშირებით არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის განცხადებით, პედრო აგრამუნტი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დადგა და მას თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის, „სახალხო პარტიაც უპირისპირდება. ეკა ბესელიას განცხადებით, პედრო აგრამუნტის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების მოთხოვნას ქართული დელეგაციაც უერთდება.
„ ჩვენ კარგად გვახსოვს, ის როგორ გამოდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სასარგებლოდ ღია მხარდაჭერით, მისი ღია განცხადებები და გალაშქრება ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ და მათი მხარდაჭერითაც მოვიდა, სხვათაშორის, ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოზიციაზე, როდესაც ეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იყო. დღეს აქვს მას მძიმე ვითარება, მის მიმართ ღიად გაცხადებული პოლიტიკური უნდობლობაა, თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი და მათ შორის, მისივე პოლიტიკური ჯგუფი-„სახალხო პარტია“ უპირისპირდება მას. ჩვენ შევუერთდით, ბუნებრივია, ამ საპროტესტო უნდობლობის პროცესს და ჩვენც ვითხოვთ, რომ მან დატოვოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობა და ეს ბოლო პოლიტიკური პროცესი და ღიად გაცხადებული უნდობლობა აგრამუნტის მიმართ უკვე ცხადჰყოფს, რომ გადაწყვეტილება იქნება ბოლომდე მიყვანილი. ძალიან მძიმე ბრალდებებია მის მიმართ. როდესაც ჩვენ ამ ბრალდებებით თავის დროზე და უნდობლობით ვიყავით განწყობილნი, მაშინ ვიყავით უმცირესობაში და სულ რაღაც ერთ წელიწადში, უკვე ფაქტის წინაშე დგას ასამბლეა, ღიად ამბობს, რომ ის აღარ უნდა იყოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე. ჩვენ კარგად გვახსოვს ის მძიმე განცხადებები, მის მიერ გაკეთებული, ჩვენი გუნდის წინააღმდეგ და მე ვფიქრობ, სრულიად სამართლიანი პროცესია ახლა ასამბლეაში, როდესაც ხდება მის მიმართ ღია უნდობლობის გამოცხადება და ეს პროცესი ალბათ ბოლომდე იქნება მიყვანილი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას აგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა უკრაინას უვიზო რეჟიმი დაუმტკიცა
შემდეგი სტატიასასამართლომ დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ანტიიმიგრაციული კანონი დაბლოკა