20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ეკა ბესელია პატიმრების შეწყალებაზე: ახალი პატრიარქისთვის ეს ძალიან ღია განაცხადი იქნებოდა

“მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ პატიმრების შეწყალების შესახებ “TV პირველის” ეთერში  განაცხადა, რომ “ახალი პატრიარქისთვის ეს ძალიან ღია განაცხადი იქნებოდა”. 

“ახლა თუ რაიმემ შეიძლება პირველი, ყველაზე ძლიერი, კარგი გავლენა მოახდინოს ამ ურთულეს პერიოდში, იქნებოდა, ახალი პატრიარქის მხრიდან, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ილია მეორე სიცოცხლეშივე სიხარულით მიესალმებოდა იმიტომ, რომ პირადად ვიცი, როგორი გულშემატკივარი იყო პატიმრების, ის თავად დადიოდა ციხეებში, მე მახსოვს ჩემი ადვოკატობის პერიოდში რამდეჯერმე შესული პატრიარქი პატიმრებთან და მე მაბარებდა ხოლმე და კითხულობდა სულ ამბებს იმ ადამიანების, ვისზედაც მას უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდა, დიდი მეოხი იყო პატიმრების და ახალი პატრიარქისთვის ეს იქნებოდა ყველაზე ძლიერი, ძალიან ღია განაცხადი. 

ძალიან საინტერესოა, შემდეგ როგორი რეაქცია ექნება “ქართულ ოცნებას”, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, საკუთარი თავის იდენტობა გააკეთოს, მაოხდინოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გამოხატულ ამ უდიდეს საზოგადოებრივ ემოციასთანგანწყობასთან. ის დიდი ტალღა, როდესაც მთელი საქართველო დაიძრა პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად, აი ამ პროცესთან ხომ ვხედავდით, როგო ცდილობენ საკუთარი თავის იდენტობას და ადამიანების რწმენა მართლა პოლიტიკური აქსესუარი ხომ არ არის, ეს ისეთი შინაგანი მდგომარეობაა, როდესაც გინდა, რომ განიცადო, მიიღო დაიჯერო და რომ დაიჯერო, რომ მიიღო ეს გულწრფელობად, აღიქვა ეს გვერდით დგომა, დასწრება, თუ მიახლება, მილოცვა და ა.შ., თქვი რომ ამ წინადადებას იღებ და საკმარისია,” – განაცხადა ეკა ბესელიამ. 

banner
წინა სტატიაშიირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
შემდეგი სტატიაუკრაინის ზაკარპატიეს რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა