ეკა ბესელია : ოკუპაციის შესახებ კანონს ჭირდება ცვლილებები, ამას ითხოვენ ჩვენი ევროპელი მეგობრები

საქართველომ მიიღო ძალიან ბევრი საყვედური საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იმის გამო, რომ შეჩერდა ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებების მიღება,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ოკუპაციის შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა ევროპელი კოლეგების მოთხოვნაა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, საქართველომ ამის გამო სანქციებიც კი მიიღო.

„ოკუპაციის შესახებ კანონს ჭირდება ცვლილებები. ამას ითხოვენ ჩვენი ევროპელი მეგობრები. პასუხისმგებლობა უნდა დარჩეს, როდესაც ირღვევა წესი, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა იყოს თანაზომადი. როდესაც ადამიანმა არ იცის, რომ არღვევს ამ წესს, პირდაპირ ციხეში კი არ უნდა გავაქანოთ, ალტერნატიულო ფორმა უნდა არსებობდეს. საქართველომ ამის გამო სანქციები მიიღო და ჩვენთან ორი წელი არ ტარდებოდა ევროსაბჭოს ეგიდით საერთაშორისო ფორუმები“,- განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს. შესაბამისი გადაწყვეტილება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა შეაჩერა
შემდეგი სტატიაადვოკატი ირმა ჭკადუა ირაკლი შოთაძის ანგარიშს შთამბეჭდავს უწოდებს