ეკა ბესელიას თქმით, “ოცნებას” ღია პოლიტიკური არჩევანი აქვს გაკეთებული და ეს გამოიხატა გუშინ, აშხაბათში, ირაკლი კობახიძს პუტუნის გევრდით დგომით.
ბესელიას თქმით, სოწრედ რომ ღია განაცხადია, როცა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერთად ერთად ერთ მაგიდაზე ზიხარ და ამ დროს ევროპულ ოჯახს “გაუგონარ შეთქმულების ორგანიზებას აბრალებ”.
ეს კადრი აჩვენებს რეალურად პოლიტიკურ შინაარს, პოლიტიკურ გემოვნებას და არჩევანს, რაც აქვს დღეს “ოცნებას”. როდესაც ევროპულ ოჯახს, ცივილიზირებულ სამყაროს ებრძვის, აგინებს, აბრალებს ათას გაუგონარ შეთქმულების ორგანიზებას და ამ დროს ოკუპანტი ქვეყნის ლიდერთან ერთად დგება, ზის მაგიდასთან, არ აქვს პროტესტი, არ აჩვენებს რომ წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, რომ “ოცნებას” ღია არჩევანი აქვს გაკეთებული, რომლითაც დასავლეთ და ცივილიზებულ სამყაროს ემიჯნება”, – ამბობს ეკა ბესელია.
ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს დაესწრნენ.


















