ეკა ბესელია: მთავარია, რომ ყიზილაჯლოში ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალია

მთავარია, ახლა ყველამ დავიცვათ წესრიგი, რათა მოსულმა ამომრჩეველმა მისცეს მშვიდად ხმა,- ამის შესახებ ყიზილაჯლოში ჟურნალიტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მთავარია, რომ აქტიურობა მაღალია და საარჩევნო უბანთან რიგი დგას.

„ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალიან წყნარად და მშვიდ გარემოში გაგრძელდეს ხმის მიცემა. არავითარი შემაფერხებელი გარემოება არ არის. მეც ვაკვირდები, როგორც პარტიის წარმომადგენელი ამ პროცესს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის“,-აღნიშნა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში” ნაციონალური მოძრაობის” ლიდრები მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან
შემდეგი სტატიადაშავებული 28 სამხედრო მოსამსახურე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს