ეკა ბესელია: მთავარია რაზე იმუშავებს საკონსტიტუციო კომისია, და არა ვინ იქნება მისი თავმჯდომარე

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

მთავარი საკითხი არ უნდა იყოს, ვინ იქნება საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, მთავარი საკითხი არის ის, რაზე იმუშვებს კომისია და კონსესუსის გზით ვიაროთ, რომ ქვეყნის ძირითადი კანონი იყოს სრული თანხმობის პროდუქტი,- ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კომისიის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ხელოვნურს უწოდებს. მისი თქმით, მაშინ როდესაც კომისია ჯერ შექმნილი არ არის და არც დადგენილებაა მიღებული, წინასწარ აჟიოტაჟის შექმნა არ არის ბუნებრივი.

„რაც შეეხება პრეზიდენტის მონაწილეობას, რასაკვირველია, პრეზიდენტს ექნება ყველა შესაძლებლობა ჩაერთოს ამ პროცესში და მიიღოს მონაწილეობა. საპარლამენტო კომისიაა და სრულიად ლოგიკურია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდეს ამ პროცესს და საკანონმდებლო ორგანო სრულ კოორდინაციას გაუწევს, რომ აბსოლუტურად ყველა, ვინც უნდა იყოს ჩართული, იყოს ჩართული და იყოს ღია და სამუშაო გარემო იმისთვის, რომ ფართო კონსესუსით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება”, -აღნიშნა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“ვარაუდები, თითქოს „ქართული ოცნება“ არ არის ისეთი პროდასავლური, როგორც წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორს არის”
შემდეგი სტატია“რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები გვინდა, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობა ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა”