ეკა ბესელია: „მოქმედმა პრეზიდენტმაც მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახადოს ხარჯები“

„ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ პრეზიდენტის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე. ე.წ. პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს ზოგიერთი რვა მილიონიანი კანონდარღვევის საქმეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტებით, რომელიც განსაიდუმლოვდა და სასამართლოში იხილება ეს საქმე, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტს აქვს ბრალი წარდგენილი, დაახლოებით, 8 მილიონზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების უკანონო გაფლანგვაზე. მოქმედმა პრეზიდენტმაც მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახადოს ხარჯები და მომავალმა პრეზიდენტმაც მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახადოს ხარჯები“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, დეტალურად და საჯაროდ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყველა ხარჯიც, რაც ბიუჯეტიდან არის დახარჯული.

„ეს კულტურა უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული, რომ საჯარო იყოს ეს ინფორმაცია“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში350 მეხანძრე-მაშველი ფულად ჯილდოს მიიღებს
შემდეგი სტატიათორნიკე რიჟვაძე – სპორტის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია