ეკა ბესელია მოქალაქეებს მოუწოდებს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატების კენჭისყრა გააპროტესტონ

ეკა ბესელია მოქალაქეებს მოუწოდებს, 11 დეკემბერს, 09:30 საათიდან პარლამენტთან შეიკრიბონ და გააპროტესტონ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატების კენჭისყრა.

“ეს საკითხი განსაზღვრავს, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი ბევრი წლის განმავლობაში. საქართველოს პარლამენტი, რომელიც ხალხის ორგანოა, მიიღებს გადაწყვეტილებას სწორედ თქვენი სახელით, რომ უვადოდ იყოს არჩეული უზენაესი, ანუ ბოლო ინსტანციის სასამართლო. ეს განსაზღვრავს ამ ქვეყანაში, როგორი იქნება თქვენი ხვალინდელი დღე, იქნებით თუ არა დაცული ძალადობისგან, უსამართლობისგან, იქნება თუ არა სამართლიანი საარჩევნო გარემო, იქნება თუ არა მედია, ბიზნესი თავისუფალი. იქნებით თუ არა სოციალურად უკეთეს მდგომარეობაში და თითოეული თქვენგანი იცხოვრებს თუა რა მშვიდად ამ ქვეუანაში. ვინაიდან სწორედ ეს ინსტიტუტი, ხელისუფლების ეს შტო განსაზღვრავს ამ ქვეყანაში მშვიდი, თავისუფალი, სამართლიანი და არაძალადობრივი გარემო იქნება”, – თქვა ეკა ბესელიამ სპეციალურ ბრიფინგზე.

11 დეკემბერს, 09:30 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის და გადაწყვეტს, რომელ მათგანს წარუდგენს პარლამენტს.

banner
წინა სტატიაში“დემონსტრანტების მხრიდან თუ იყო რამე კანონდარღვევა, გაცილებით მეტი იყო სახელისუფლებო პირებისა და პოლიციის მხრიდან”
შემდეგი სტატია“პოსტიდან წასვლა სურგულაძის პირადი გადაწყვეტილებაა”-თურნავა