ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის” საქმის გამოძიება სადაო კვალიფკაციით მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის” საქმის გამოძიება სადაო კვალიფკაციით მიმდინარეობს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ისმის კითხვა, ხომ არ მოხდა კვალიფიკაციის შერჩევა, რომ ხანდაზმულობის ვადის საკითხი არ დამდგარიყო,.

„ბატონო კობა, გისმენდით ყურადღებით. თქვენ თქვით, რომ 2018 წელს არ დაწყებულა ეს ყველაფერი, გაცილებით უფრო ადრე დაიწყო. სწორედ იმიტომ, რომ ეს არის 10 წლის წინანდელი ისტორია, მე მოვერიდებოდი კვალიფიკაციას დღეს, იმიტომ რომ ესეც არის დღეს ერთ-ერთი სადაო საკითხი, რა კვალიფიკაციითაც მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება. აქ არის კითხვა, ხომ არ მოხდა ამ კვალიფიკაციის შერჩევა იმიტომ, რომ ხანდაზმულობის ვადის საკითხი არ დამდგარიყო და ეს კვალიფიკაცია, რომელიც ამ ქმედების დანაშაულის მძიმე ჭრილში განხილვას გულისხმობს, გაცილებით უფრო ზრდის ხანდაზმულობის ვადას. თქვენი პასუხი მინდა ამ ორ კითხვაზე”, – მიმართა ეკა ბესელიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, რომელსაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატ შოთა შალელაშვილის განცხადებით, საბანკო რეგულაციებმა პრობლემები მაღალი შემოსავალის მქონე მოქალაქეებსაც შეუქმნა
შემდეგი სტატიაკობა გვენეტაძე – ჩემი მითითებით „თიბისი ბანკიდან“ არავის დათხოვნა არ ხდება, ეს არასერიოზული და არასწორი ინფორმაციაა