ეკა ბესელია: მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე დამატებითი გამოძიება ჩატარდება

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარი ეკა ბესელიას განცხადებით , ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავი გადაწყვეტილებაში ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობაზე არ უსაუბრია, ბესელიას თქმით აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნაციონალურ მოძრაობა არასწორ კონტექსტში კითხულობს და ამ თემით სპეკულირებს.
“რადგან სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ მასალები, რომელიც უკავშირდება ვანო მერაბიშვილის განცხადებას, მისი საკნიდან გაყვანის თაობაზე, მისთვის საკმარისი არ იყო, ჩვენ საგამოძიებო ორგანოებს ამ ფაქტზე დამატებითი გამოძიების ჩატარება და შედეგების სტრასბურგის სასამართლოსთვის მიწოდება უნდა დავავალოთ. შეიძლება მოხდეს ყველა მოწმის დაკითხვა და ინფორმაციის გადამოწმება. სპეკულაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლზე მითითება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის განსაზღვრას ნიშნავს, უნდა დასრულდეს. „ძალიან უნდა ნაციონალურ მოძრაობას, რომ ვანო მერაბიშვილი დაინახოს პოლიტიკური პატიმრის სტატუსის ქვეშ, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს ეს არ უთქვამს და ვერც იტყვის, რადგან მისივე განხილულია გირგვლიანის საქმე, სადაც თქვა, რომ მთელი სისტემა მუშაობდა ერთი ადამიანის – გირგვლიანის, წინააღმდეგ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი მანუჩარ მაჩიაძის განცხადებას უზნეობას უწოდებს
შემდეგი სტატია“ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა არარელევანტურია” – კობახიძე საარჩევნო კოდექსზე