ეკა ბესელია- “მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის… კარგად უძღვებოდა სხდომას”

როსტომ მეფის სასახლეში უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა და როგორც ცნობილი გახდა, დეპუტატები ხვალაც შეიკრიბებიან.
ეკა ბესელიას თქმით, ის დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია, რადგან მას მიეცა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიციები და მოსაზრებები. ბესელიამ კმაყოფილება ბიძინა ივანიშვილის მიერ პროცესის წაყვანასთან მიმართებით, არა ერთხელ გამოხატა:

„ჩემი პირველი ემოცია და განწყობა რაც მინდა გაგიზიაროთ არის ის, რომ ემ ამ შეხვედრის შინაარსით, ფორმატით და იმითაც, რომ მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა პირადად ჩემს არგუმენტებზე და პოზიციებზე იმდენი ხანი, რამდენი ხანიც მჭირდებოდა, კმაყოფილი ვარ, მე მგონია რომ კარგი და საჭირო შეხვედრა იყო, პირველ რიგში პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ შეხვედრის მოდერაციას აკეთებდა და აკეთებდა ძალიან კარგად, გვქონდა რამდენიმე ადამიანს შესაძლებლობა, გვეთქვა რა არის ჩვენი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ეხება იმ 10-კაციან სიას და მოსამართლეთა შერჩევის საკითხს, დღეს ვერ დავასრულეთ ეს საუბარი. შეიძლება რამდენიმე დღეც კი გახდეს საჭირო რომ შევჯერდეთ საერთო პრინციპზე. არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე“, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, მას შეხვედრაზე მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით იგივე პოზიცია გააჟღერა რაც მანამდე ჰქონდა:

„მე მაქვს იგივე პოზიცია ამ სიასთან დაკავშირებით რაც მქონდა და მას არ შევიცვლი. რაც შეეხება არგუმენტებს, როგორ უნდა წარიმართოს, კრიტერიუმები როგორი უნდა იყოს, ამაზე გავაგრძელებთ მსჯელობას. რამდენიმე პრინციპული საკიხია. პარტიის თავმჯდომარეს ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი, ის ძალიან კარგად უძღვებოდა ამ სხდომას, კარგ მედიაციას ახდენდა ამ პროცესის და გვქონდა შესაძლებლობა გვეთქვა ყველაფერი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში,,ვენესუელაში დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დამარცხდება გაბანკროტებული ჩავიზმი- ეს საქართველოსთვის გამარჯვებაა”
შემდეგი სტატია“გუნდის დაშლის ან ვინმეს გარიცხვის ნიშანწყალი აღარ არსებობს” – ნუკრი ქანთარია