“სამართლიანობის” ლიდერი, ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რუსულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადონ, რადგან მისი თქმით, “ყველა გონივრული ვადა გასულია და მათი დუმილი გაუგონარი“.
ბესელია გარე ძალების ზეწოლაზეც საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც გადაწყვეტილება არ არსებობს.
ყველა ვადა, გონივრულიც და არაგონივრული ვადაც გასულია, გაუგონარია საკონსტიტუციო სასამართლოს დუმილი. მე მოგმართავთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც 3 დღის და ღამის განმავლობაში ვიხილავდით ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს. გამოაცხადეთ გადაწყვეტილება, უხერხულია დამალული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან , ეს არის ყოვლად გაუგებარი ამბავი. ჯერ ისედაც უდიდესი ზიანი მოაქვს ამ ანტიკონსტიტუციურ კანონს და კიდევ უფრო საზიანოა მათი გაუგებარი დუმილი. ეს ნიშნავს იმას, რომ გარედან ძალიან დიდი ზეწოლა ხდება, სხვაგვარად აუხსენლია, რომ ამ დრომდე გადაწყვეტილება არ გვაქვს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.