ეკა ბესელია : იურიდიული კომიტეტი მზად იქნება უფრო ღიად იმუშაოს

„ქართული ოცნების“ წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, იურიდიული კომიტეტი მზად იქნება უფრო ღიად იმუშაოს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მე-9 მოწვევის პარლამენტში მუშაობა საპასუხისმგებლო იქნება.
,,ვფიქრობ, უფრო საპასუხისმგებლოა ამ მოწვევის პარლამენტში მუშაობა. იურიდიული კომიტეტი მზად იქნება ღიაობისთვის ყველა ორგანიზაციასთან. გავაგრძელებთ მუშაობას ახალ ნარკოპოლიტიკაზე და იმ სისხლის სამართლის საკითხებზე, რომელიც ეხება ფარულ მოსმენებს. დღეს მოხდება კანონის ფარგლებში ყველა პროცედურის გავლა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში,,ყველა სფერო მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ის, საიდანაც მე მოვდივარ”
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი : ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის ხმა პარლამენტში