ეკა ბესელია : ირაკლი კობახიძის ადგილზე, 20 ივნისს ასე ირონიულად არ შევხედავდი

admin
ავტ.: admin ივნისი 10, 2020 13:23

ეკა ბესელია : ირაკლი კობახიძის ადგილზე, 20 ივნისს ასე ირონიულად არ შევხედავდი

ირაკლი კობახიძის ადგილზე, 20 ივნისს ასე ირონიულად არ შევხედავდი, რადგან ეს ის დღეა, როცა პარლამენტის თავმჯდომარის უპასუხისმგებლო და გაუაზრებელმა ქმედებამ პარლამენტი ცეცხლის ალში გაახვია და ქვეყანაში კინაღამ პოლიტიკური რყევები გამოიწვია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელია ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე 200 „ნაციონალი“ იდგება და საზოგადოებას შეეძლება, ყველა სათითაოდ დათვალოს.

ბესელიას თქმით, ოპონენტები ირაკლი კობახიძის ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს იუმორით უნდა შეხვდნენ.

„ირაკლი კობახიძის შეფასებების სიღრმე, ბოლო თვეების განმავლობაში, იმდენად შორს წავიდა, რომ ჩვენ ნამდვილად ვერ ვწვდებით და უმჯობესია, ამ ყველაფერს იუმორით შევხედოთ, რადგან, მის ფართო დიაპაზონს ვერ ვეწევით, კომენტარებში რასაც გამოხატავს. ერთი წლის თავზე, ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას უნდა იაზრებდეს, რადგან ეს არის თარიღი, როცა ჯერ კიდევ გამოუძიებელი საქმის პირისპირ ვართ, ზოგიერთ დაზარალებულ ადამიანს სტატუსიც კი არ აქვს. ეს არის საქმე, რომელიც ბოლომდე ვერ მივიდა. არსებობს კადრები, რაც მეხსიერებიდან არ ამოდის და ისტორიას დარჩა, როგორც ძალადობრივი, სისხლიანი ანგარიშსწორება ხელისუფლების მხრიდან, რომელიც სწორედ იმ ტალღაზე მოვიდა, რომ ძალადობას ებრძოდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

admin
ავტ.: admin ივნისი 10, 2020 13:23

Google სტატისტიკა


5,794
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics