ეკა ბესელია : ირაკლი კობახიძეს საარჩევნო მათემატიკა ძალიან უნიჭოდ გამოსდის

ირაკლი კობახიძის მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილიც შეცდომაში შეიყვანა და ზურაბიშვილისთვის გამარჯვება მიალოცინა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

ეკა ბესელიას თქმით, ირაკლი კობახიძეს „საარჩევნო მათემატიკა ძალიან უნიჭოდ გამოსდის“.

„კობახიძის არითმეტიკის არასდროს არ მჯეროდა. მისი მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილიც შეცდომაში შეიყვანა და ზურაბიშვილისთვის გამარჯვება მიალოცინა. ეს მისი სტატისტიკის წყალობით მოხდა. იქ ვიყავი, როცა ამტკიცებდა, რომ არჩევნები პირველ ტურში იყო დასრულებული. მისი სტატისტიკის არ მჯერა, მის გზავნილებში, ბევრი სიცრუის გარდა, ვერაფერი ამოვიკითხეთ. ეს იყო ღია აღიარება, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლეს მანდატს ვერ მოიპოვებს და ეძებს რა იქნება საუკეთესო ფორმულა, რომ გადაარჩინოს ხელისუფლება და დარჩეს. ამისკენ არის მიმართული ყველაფერი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შესაძლოა შეუძლებელიც კი გახდეს. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : 2020 წლის შემდეგ ქვეყანას ეყოლება კოალიციური მთავრობა, ოღონდ არა „ქართული ოცნების“ მონაწილეობით
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს