ეკა ბესელია : იმის თქმა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მოუმზადებელია, არასერიოზულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციის არცერთ მუხლს არ ეწინააღმდეგება.

„გულწრფელად გაკვირვებული ვარ ბევრი რამის გამო. ერთ-ერთი, რაც მაკვირვებს, ისაა, რომ პროცესი, რომელიც ერთი წელია, პარლამენტში მიმდინარეობს, პარლამენტს ამდენი დრო არცერთ პროექტზე არ უმუშავია. იმის თქმა კი, რომ ეს არის ფორსირებული და მოუმზადებელი პროექტი, არასერიოზულია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე განცხადებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირს არსებულ პროექტზე სამი საექსპერტო დასკვნა აქვს, სამივე დადებითი და მაღალ შეფასებისაა.

„დღემდე ვერ მივიღეთ პასუხი, რომელიმე ცვლილება, რაც მაუწყებლის შესახებ კანონში შედის, კონსტიტუციის რომელ მუხლს ან საერთაშორისო შეთანხმების რომელ მუხლს ეწინააღმდეგება.

ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს, გემოვნებაზე არ ვდაობთ. ჩვენ ვდაობთ სამართლებრივ კატეგორიის საკითხებზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიჯორჯაძის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შემდეგი სტატიარუსთავის მერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა