ეკა ბესელია – გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენა პროცესებს გაამწვავებს და პოლიტიკურ სურათს უფრო პოლარიზებულს გახდის

region
ავტ.: region სექტემბერი 3, 2019 14:40

ეკა ბესელია – გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენა პროცესებს გაამწვავებს და პოლიტიკურ სურათს უფრო პოლარიზებულს გახდის

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას დასახელება პროცესებს გაამწვავებს.

მისი თქმით, მაღალია ესკალაციის საფრთხე და ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება სახიფათოა.

„ეს პროცესებს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს და უფრო მეტად პოლარიზებულს გახდის ამ პოლიტიკურ სურათს. დაპირისპირების და ესკალაციის საკმაოდ მაღალი საფრთხე ჩანს, რაც ვფიქრობ, არ არის ქვეყნისთვის კარგი, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხელისუფლებიდან მოსვლის დროიდან მერვე წელს. ეს სახიფათოდ მეჩვენება, რადგან ძალის დემონსტრირება როდესაც სჭირდება ხელისუფლებას, ძალოვანში ცვლილებები, სწორედ ამ გზავნილს შეიცავს. ეს სისუსტის მაჩვენებელი უფროა, ვიდრე სიძლიერის, ამიტომაც მგონია, რომ შეცდომებია დაშვებული“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. თავის მხრივ, გიორგი გახარიამ მთავრობაში გარკვეული საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად – „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, ლევან იზორია კი, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების მდივნის თანამდებობას დაიკავებს. ამასთან, ჯერ უცობია, ვინ გახდება სუს-ის ახალი ხელმძღვანელი.

region
ავტ.: region სექტემბერი 3, 2019 14:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,286
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics