ეკა ბესელია გიგა ბოკერიას განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს

ყიზილაჯლოში ზეწოლის არანაირი ფაქტები არ ხდება და, თუ ვინმეს ხელოვნურად უნდა ასეთი სურათის შექმნა, ეს უპასუხისმგებლობაა,- ასეთი კომენტარი გააკეთა დეპუტატამ ეკა ბესელიამ გიგა ბოკერიას დღებანდელი განხცადებების კომენტირებისას.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ყველაფერი მშვიდად, კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.„თუ რაიმე ტიპის გადაცდომა ვინმემ დაინახა, კამერებიც მუშაობს და შეუძლია, ვიდეო მასალაზე დაყრდნობით მოახდინოს რეაგირება. დაშინებაზე საუბარი საერთოდ არასერიოზულია, თუ ვინმე გულისხმობს, რომ პოლიციისთვის ქვის სროლა, ძალადობა, წითელი ხაზების გადაკვეთა რეაგირების გარეშე უნდა დარჩეს, ნურასუკაცრავად“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა, რათა ყველას ქონოდა საშუალება, თავისი პოზიცია გამოხატოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, რომელიც ასევე ყიზილაჯლოში იმყოფება, დღეს განახცადა, რომ მარნეულში მათი პარტიის მომხრეებზე ზეწოლას ქონდა ადგილი.

„ამ სოფელში სპეცოპერაცია ჩაატარა სპეცრაზმმა, აიყვანეს 6 ახალგაზრდა და მოსამართლემ არც კი ჩათვალა საჭიროდ, ენახა მტკიცებულებები და ჩანაწერები, მართლა იღებდნენ ისინი ძალადობაში მონაწილეობას თუ არა. თავისთავად ეს ინციდენტი მოყვა გაყალბების მცდელობას. მთავარი პრობლემა არის ის, რაც ხდებოდა და გუშინდელი ღამის ჩათვლით რა გზავნილსაც იღებდნენ ამომრჩევლები – თუ აქ მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“, დაკავებული ახალგაზრდების ბედი იქნება მძიმე“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში, N48-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის რიგები დგას
შემდეგი სტატიაროგორ მიმდინარეობს ზუგდიდის არჩევნები 12 საათის მონაცემებით?