ეკა ბესელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ევროპის საბჭოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის პრეზიდენტად, ერთხმად აირჩიეს. გადაწყვეტილება კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებს მონაწილეობას. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

banner
წინა სტატიაში“მთავრობას უფლება არ აქვს გაყიდოს ქვეყნისთვის თავდადებული ჯარისკაცი”- შამათავას წერილი ცერცვაძეს ციხიდან
შემდეგი სტატიახელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს – ნინო კალანდაძე ცერცვაძის საქმეზე საუბრობს