ეკა ბესელია “ევროპული საქართველოს” ინიციატივას მხარს უჭერს

ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული იმ დადგენილების პროექტისთვის აპირებს მხარდაჭერას. პროექტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით არჩეული წევრების ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძის საბჭოდან გამოწვევას ითვალისწინებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არ მაქვს არანაირი ნდობა, საბჭოს ცალკეული წევრები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ეს საკითხი სწრაფად უნდა დადგეს. საბჭოს საქმიანობამ აჩვენა, რომ მას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ჩიხში შეჰყავს. არც ერთი ის ადამიანი, რომელმაც ათკაციან “შავ სიას“ მხარი დაუჭირა, ნდობას არ იმსახურებს“, – განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არსებული ძალიან დაბალი ნდობა ჩრდილს აყენებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს.

banner
წინა სტატიაში„პარლამენტში ძალიან ბნელა!“ – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილმა საბუთები დაკარგა – ინიცდენტი „თბილისი გალერიაში“ მოხდა