ეკა ბესელია: ძალადობის ჩამდენ პირს არ ექნება არც მხარდაჭერა და არც არავინ ხელს არ დააფარებს

news
ავტ.: news მაისი 24, 2016 12:26

ეკა ბესელია: ძალადობის ჩამდენ პირს არ ექნება არც მხარდაჭერა და არც არავინ ხელს არ დააფარებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათადაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სოფელ კორცხელში ორი დღის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ აღნიშნა, რომ ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ჩადენილი, დაუსჯელი არ დარჩება:

„სულ ორი დღეა გასული, გამოძიებას უნდა მივცეთ საშუალება, რომ იმუშაოს არა პოლიტიკური დღისწესრიგით, არამედ სამართლებრივი პროცედურებით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ სჩადის ძალადობას. ვინც არ უნდა იყოს ძალადობის ჩამდენი, ძალადობის ჩამდენ პირს არ ექნება არც მხარდაჭერა და არც არავინ ხელს არ დააფარებს. ყველას დაკითხვა მიმდინარეობს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

news
ავტ.: news მაისი 24, 2016 12:26