ეკა ბესელია : დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც დავით გარეჯის თემაზე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები საუბრობენ

დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც დავით გარეჯის თემაზე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები საუბრობენ, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შეფასებისას.

„მგონია, რომ პრეზიდენტის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო, ეს საკითხი რა ფორმით და როგორ დაისვა. ეს გუშინ დაწყებული თემა არ არის. ეს არის თემა, რომელიც მიძინებული
იყო, შემდეგ ცოცხლდებოდა, მაგრამ ყოველთვის მტკივნეული იყო. ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ასეთ თემაზე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები საუბრობენ ან მოქმედებენ. რამ შეუწყო ამას ხელი, ეს საკითხი ცოტა უფრო სიღრმისეულადაა გასაანალიზებელი და პარლამენტმა ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება, საქართველოში მისი დაბრუნების დაჩქარებას ნიშნავს
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი : რა ადგილი ექნება სააკაშვილს უკრაინულ პოლიტიკაში, ხალხის გადასაწყვეტია