ეკა ბესელია დავით ჭიჭინაძესთან, რევაზ არველაძესა და გედევან ფოფხაძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, კოლეგებთან დღეს გამართული შეხვედრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ საკითხს ეხებოდა.

ბესელიას თქმით, მისი და მისი თანამოაზრეების შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია სიასთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე.

“თანამოაზრეები ვსაუბრობთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც ეხება მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რათა ის იყოს, რაც შეიძლება გამჭვირვალე და ჯანსაღი. პოლიტიკური ინსტრუმენტები – ფრაქცია იქნება თუ რაიმე ტიპის ერთობა, არ არის მიზანი და თვითმიზანი. ყველაფერი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინსტრუმენტად მთავარი მიზნის მისაღწევად, რომ ქვეყანას დავუტოვოთ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ჩვენი შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიცია ექნება ფრაქციასაც და უმრავლესობასაც. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუ მოხდება თანხვედრა და ჩვენი პოზიციების ერთ შეთანხმებულ საკითხამდე მისვლა, შესაძლოა, ამ პროცესის ჯანსაღად გაგრძელება. თუ იქნება რადიკალური განსხვავება, ამის შემდეგ განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს”,- განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია საკუთარ კაბინეტში დღეს დავით ჭიჭინაძეს, რევაზ არველაძესა და გედევან ფოფხაძეს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიკაჭრეთში მმართველი პარტიის სამუშაო შეხვედრაში პრემიერიც მონაწილეობს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ჟურნალისტებს – კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ ვითარების ზედმეტად გამძაფრება საჭირო არ არის