ეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი ერთმანეთ დაუპირისპირდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშს განიხილავენ.

ჩიორა თაქთაქიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასამართლო რეფორმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სასამარღლომ კრიზისში შეიყვანა.

სხდომის წამყვანმა, ეკა ბესელიამ ჩიორა თაქთაქიშვილს რეგლამენტის დაცვა მოსთხოვა და მიკროფონის გამორთვა მოითხოვა, თუმცა თაქთაქიშვილი მას არ დაემორჩილა.

ბესელიამ თაქთაქიშვილს სხდომათა დარბაზის დატოვება მოსთხოვა და მანდატურებს მიმართა.

სიტყვიერი დაპირისპრების გამო საბოლოოდ ეკა ბესლიამ სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი: ვახტანგ გომელაურს ცხელი საათები ელოდება
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: გომელაურთან დაკავშირებით არის კითხვები, მათ შორის, ე.წ. რუსულ ძალაზე