ეკა ბესელია : ჩვენ არ გვჭირდება ვეტო, ჩვენ არავისთვის გვითხოვია კონსტიტუციაში დამატებითი ცვლილებების თაობაზე შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა

ჩვენ არ გვჭირდება ვეტო – ჩვენ არავისთვის გვითხოვია კონსტიტუციაში დამატებითი ცვლილებების თაობაზე შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ეს იყო არა ჩვენი სურვილის, არამედ ჩვენი მზაობის დემონსტრირება კონსენსუსისთვის. ცვლილებები, რომელიც ჩვენი მხრიდან კონსენსუსის თუ კომპრომისის შედეგად მზადდება, ძალიან სერიოზული კომპრომისი და დათმობაა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ შეთანხმების პროცესს. ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების შედეგად ჩვენი მხრიდან გადაიდგა დამატებითი ნაბიჯი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

მმართველი უმრავლესობა ახალმიღებულ კონსტიტიციაში ცვლილებების განხორციელებას აპირებს, რომლის ფარგლებში ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკებს დაშვება იგეგმება. “ქართული ოცნება“ პრეზიდენტს სთავაზობს, ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე სწორედ ამ ორი საკითხის გათვალისწინებით გამოიყენოს.

უმრავლესობის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში დღეს, 16:00 საათისთვის არის დანიშნული.

banner
წინა სტატიაშისამუშიას ოჯახს დაცვის დანიშვნაზე შსს-მ უარი უთხრა-,,რამდენჯერაც დაჭირდებატ დარეკონ 112-ზე”
შემდეგი სტატიაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოს ამერიკელი უნივერსიტეტების დელაგაცია ეწვია