ეკა ბესელია: ბათუმის მოვლენები – ეს „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა!

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. განცხადებას მმართველი გუნდის დეპუტატი, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ დამწვარი მანქანები, ქვების სროლა, ადამიანების გამეტება, “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა. მისივე თქმით, ის რაც მოხდა ბათუმში არის ძალადობა, რომელსაც კანონი შესაბამისად უპასუხებს.

“ასეულობით აქციის მონაწილე ვყოფილვარ, ორგანიზატორიც და მართლაც მრავალათასიან მომიტინგეთა შორის 6 წელი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს შიშველი ხელებით ვუპირისპირდებოდით. არასოდეს მახსოვს არც ერთი ძალადობრივი ეპიზოდი! არც ერთი! მაშინ როცა ტყვიების ზუზუნში ვიდექი, დაცხრილული მქონდა რეზინის ტყვიებით ტანსაცმელი და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ- არასოდეს ხელი არ წაცდენია არც ერთ ჩვენგანს ძალადობრივი ქმედებებისკენ. ბათუმის მოვლენები – ეს ნაც მოძრაობის ხელწერაა!
დამწვარი მანქანები, ქვების სროლა, ადამიანების გამეტება- დიახ ნაცნობი ხელწერაა! ეს ძალადობაა და კანონი უპასუხებს ამას!
თუმცა არ დამავიწყდება იმის საჯაროდ თქმაც, რომ ვინც გულწრფელად და უსამართლო მოპყრობის გამო მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა და უფლება შეელახა , ამასაც უთუოდ სამართლიანი რეაგირება ჭირდება და თვალს არ დავხუჭავთ!!!,”-წერს ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიაბაშიშვილი: მნიშვნელოვანია სიღრმისეული ანალიზი მთელი იმ დინამიკის, რომელიც თან ახლდა გუშინდელ პროცესებს
შემდეგი სტატია„ამ ტერიტორიაზე, იმდენი რაოდენობის ქვა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ ის მობილიზებული და მოტანილი არ იქნებოდა,” – ილია ვერძაძე