ეკა ბესელია – აუცილებლად დავაყენებ ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს

ვაგროვებ ყველა დარღვევის ფაქტს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან აქვს ადგილი – აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიას შეფასებით, ირაკლი კობახიძემ “არ იცის ურთიერთობა, არ იცის, როგორ მოიქცეს და როგორ დაიცვას რეგლამენტი“.

“ეს პროცესი თავისთავად იქნება მისთვის ფაქტობრივად დამასრულებელი, თორემ შინაარსობრივად ირაკლი კობახიძე გინდ ყოფილა, გინდ არა – ერთი კომიკური ფიგურაა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ოპონენტების განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებული მგონია
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: „ოდეერი“ აფხაზეთის მთვარობაში – თავმჯდომარის მრჩევლად ილო შენგელია დაინიშნა