17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ეკა ბესელია: არავის აზრად არ მოუვიდეს ჩემი ოჯახით და ჩემი შვილებით ჩემთან ანგარიშსწორება

პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია კიდევ ერთხელ ეხმაურება მისი შვილის დაკავების ფაქტს.
“მე გამოცდებს აღარ ვაბარებ !
ეს ეტაპი განვლილი მაქვს ….
არავის აზრად არ მოუვიდეს ჩემი ოჯახით და ჩემი შვილებით ჩემთან ანგარიშსწორება !!!
ეს ნაცების რეჟიმმა ცადა თავის დროზე და მიიღო პასუხი !!!
ოცნების ლაქიებო – თქვენ ბევრნი მაგ დროს ჩირგვებიდან მიყურებდით და ვერ ბედავდით თავის ამოყოფას , ხმას ვერ იღებდით ….
მე სიკვდილს იმდენჯერ ჩავხედე თვალებში , თქვენ რამდენჯერაც შიშში იყავით ჩაკარგული და ახლა მე -შიშები არ ვიცი რა არის!!!
ფრთხილად იყავით – შვილებს და ოჯახს თქვენი ტროლ ბოტებით კი არა , სამყაროს ყველა ბნელი ძალა რომ მოიხმოთ – დავიცავ !!!
დაიცავით კანონი , რომელიც ყველა თქვენგანთან მოვა …!”,–წერს სოციალურ ქსელში ეკა ბესელია.
ცნობისთვის, ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
როგორც ბესელიამ შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მილორავას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სომხეთის ევროპულ მისწრაფებებს შემაშფოთებელს უწოდებენ და მოუწოდებენ ქვეყანას, გაიაზრონ EU-ში გაწევრიანების “ნეგატიური შედეგები”
შემდეგი სტატიატრამპი: ინდოეთი ნავთობს ირანის ნაცვლად, ვენესუელისგან შეიძენს… ჩინეთს შეუძლია, შეთანხმებას შეუერთდეს