ეკა ბესელია-არავინ არავის ხელს არ დააფარებს, ყველაფერი უნდა ჩატარდეს ობიექტურად, რისი მზაობაც პროკურატურას აქვს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 15, 2018 20:41

ეკა ბესელია-არავინ არავის ხელს არ დააფარებს, ყველაფერი უნდა ჩატარდეს ობიექტურად, რისი მზაობაც პროკურატურას აქვს

მნიშვნელოვანი

  • ბესელია აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქმეზე დაწყებულია გამოძიება, საუბარი ზოგად საკითხებს შეეხო. მისივე თქმით, პროკურატურის მხრიდან არსებობს მზაობა, რომ საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩატარდეს.

სხვა სტატიები

დეპუტატი ეკა ბესელია ადასტურებს რომ მთავარ პროკურორთან შეხვედრის დროს მან გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწრებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც ბესელიამ განაცხადა, აღნიშნული შეხვედრა მთავარ პროკურორთან აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებამდე იყო ჩანიშნული, ვინაიდან უნდა განეხილათ პროკურატურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, ხოლო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საუბარი მირზა სუბელიანის საკითხსაც შეეხო.

ბესელია აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქმეზე დაწყებულია გამოძიება, საუბარი ზოგად საკითხებს შეეხო. მისივე თქმით, პროკურატურის მხრიდან არსებობს მზაობა, რომ საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩატარდეს.

„დიახ, ვესაუბრე მთავარ პროკურორს. ეს საკითხი ისედაც გვქონდა დაგეგმილი პროკურატურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და იყო საკითხები, რომელიც უნდა გამევლო. რა თქმა უნდა ამ საკითხზეც ვისაუბრეთ ზოგადად. არ მაქვს უფლება და საქმის დეტალებს ვერ გავეცნობი, მაგრამ ზოგადი საუბარი მქონდა და პროკურორს პირადადაც ვუთხარი, რომ გამოძიებას ექნება პირველადი ინფორმაცია, დასკვნა, სურათი და ფორმატს მოვიფიქრებთ, რა ფორმატში შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმაც მიიღოს ინფორმაცია, ვინაიდან საქმე ეხება პარლამენტის წევრს. სხვა დეტალებზე არ გვისაუბრია ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება. უნდა მოხდეს გარკვევა ჩანაწერის ნამდვილობის, საუბრის შინაარსის გარკვევა, უნდა დაიკითხოს ყველა პირი, ვისი სახელიც გაჟღერდა და ამის შემდეგ უნდა გადამოწმდეს ყველა გარემოება. თან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა მუქარას და შანტაჟს, ამიტომ მუქარის და შანტაჟის ფაქტებიც გამოსაძიებელია. არავინ არავის ხელს არ დააფარებს, ამიტომ ყველაფერი უნდა მოხდეს ობიექტურად, რისი მზაობაც აქვს პროკურატურას. ჩვენც ბუნებრივია რაღაც ფორმატი გვექნება, სადაც ამ ინფორმაციას მოვისმენთ“, – განაცხადა ბესელიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 15, 2018 20:41