ეკა ბესელია : არ ვაპირებთ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგის ფერხულში ჩავებათ

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს, მოიპოვოს ხმა, გადალახოს საარჩევნო ბარიერი, ეძებს თავის პოლიტიკურ ნიშას, ამისთვის ქმნის პოლიტიკურ, კონკრეტულ დღის წესრიგს და ჩვენ არ ვაპირებთ, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგის ფერხულში ჩავებათ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უბლოკო სტატუსსა და დავით უსუფაშვილის ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხაადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს თავის გეგმა, სტრატეგია და ამას მიყვება.

„ყველას შევახსენებთ, იგივე პარლამენტის თავმჯდომარესაც, რომელიც იყო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, აქაც შეეძლო ეს საკითხი დაეყენებინა, გაცილებით მეტი დრო იყო ამისთვის. დღეს მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს პალამენტი ამ საკითხზე ვერ იმსჯელებს. ამავე დროს საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი, პარლამენტი გამოხატავს პირდაპირი დემოკრატიის გზით, ხალხის ნებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი პარლამენტი, თუ საჭროდ ჩათვლის, კიდევ ერთხელ შეიძლება იმსჯელოს ამაზე. თუმცა მიღებული გვაქვს არაერთი რეზოლუცია, არაერთი პოლიტიკური დოკუმენტი ამ პარლამენტში, რომელიც კონკრეტულად საგარეო კურსს ეხებოდა. კიდევ ერთხელ შევახსენებ იმათ, ვისთისაც კითხვის ნიშნები საკუთარ გუნდში უჩნდებათ, მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და უკვე ველოდებით უვიზო მიმოსვლას არჩევნებამდე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისაპარტნიორო ფონდმა ყაზახ პარტნიორებთან „რიქსოს ბორჯომის“ განვითარების სტრატეგია განიხილა
შემდეგი სტატიათურქეთის ციხეებს 38 000 მსჯავრდებული დატოვებს