ეკა ბესელია : არ ვაპირებთ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის განხილვის დაწყებას ან გაგრძელებას, პროცესი გაჩერებულია

კანაფის კულტივაციის კანონპროექტის განხილვის პროცესი გაჩერებულია, ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესის დაწყებას ან გაგრძელებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა.

„თუ რაიმე ისეთი გარემოება არის, რომელიც აუცილებელს ხდის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ამ პროცესში, შეჩერების შემდეგ უკან გაწვევა მოხდება თუ რა გადაწყვეტილება იქნება, ესეც იქნება შეთანხმებული, მაგრამ არ ვაპირებთ ამ პროცესის გააქტიურებას და არ არის განხილვები დაგეგმილი ამ პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე შვიდი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : ახალი კონსტიტუცია აღმოფხვრის ავტორიტარიზმის დაბრუნების პერსპექტივას