ეკა ბესელია – არ მინდა ვიფიქრო, რომ აკრძალული წესების გამოყენება მოხდება

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 3, 2019 15:00

ეკა ბესელია – არ მინდა ვიფიქრო, რომ აკრძალული წესების გამოყენება მოხდება

მნიშვნელოვანი

  • საკითხები, რომელიც მე მეხება, ეთიკურია, რომ ჩემთან ერთად იხილებოდეს. არ მინდა ვიფიქრო, რომ განზრახ ხდება ასე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც იურიდიული კომიტეტიდან მისი წარდგინებით დანიშნული გედევან ფოფხაძის გაწვევის თაობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

სხვა სტატიები

საკითხები, რომელიც მე მეხება, ეთიკურია, რომ ჩემთან ერთად იხილებოდეს. არ მინდა ვიფიქრო, რომ განზრახ ხდება ასე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც იურიდიული კომიტეტიდან მისი წარდგინებით დანიშნული გედევან ფოფხაძის გაწვევის თაობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, პრინციპული საკითხია, რომ იურიდიული კომიტეტის თანამდებობაზე იყოს ადამიანი, ვისაც სწორი პოზიცია აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის შესახებ. ეკა ბესელიამ მწუხარება გამოთქვა, რომ ასეთი საკითხი მისი საქართველოში არყოფნის დროს იხილება.

„მე არა ვარ საქართველოში და სამწუხაროა, რომ ასეთ დროს იხილება ეს საკითხი. არ მინდა ვიფიქრო, რომ განზრახ ხდება ასე, რადგან ირაკლი კობახიძემ იცოდა ამის თაობაზე. საკითხები, რომელიც მე მეხება, ეთიკურია, რომ ჩემთან ერთად იხილებოდეს. რაც შეეხება გედის კომიტეტიდან გაყვანის საკითხს, არ ვიცი, რა არგუმენტებით მოხდა ეს. ჩამოვალ, გავარკვევ და ვისაუბრებ. პრინციპულია ის, რომ იურიდიული კომიტეტის თანამდებობაზე იყოს ადამიანი, ვისაც აქვს სწორი და პრინციპული პოზიცია მართლმსაჯულების რეფორმაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიების საკითხზე. არ მინდა ვიფიქრო, რომ აკრძალული წესების გამოყენება მოხდება,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 3, 2019 15:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,393
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics