ეკა ბესელია : არ მგონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებდა განცხადებას, რომელსაც არ აქვს შესაბამისი დასაყრდენი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 10, 2017 14:49

ეკა ბესელია : არ მგონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებდა განცხადებას, რომელსაც არ აქვს შესაბამისი დასაყრდენი

მე არ მგონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებდა განცხადებას, რომელსაც არ აქვს შესაბამისი დასაყრდენი, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს შეთქმულების თეორიებისადმი მიდრეკილება.

“პარლამენტის თავმჯდომარე როდესაც აკეთებს ასეთ განცხადებას პირდაპირ და მათ შორის, პრეზიდენტის თანდასწრებით, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს არის სურვილისა და მოსზრებების დონეზე გაკეთებული განცხადება?! მას რომ არ ჰქონდეს ინფორმაცია და სანდო წყაროზე დაყრდნობით მიღებული კონკრეტული გარემოებები, ის ასეთ განცხადებას გააკეთებდა?! მე არ მგონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებდა განცხადებას, რომელსაც არა აქვს შესაბამისი დასაყრდენი. რაც შეეხება გახსნილობას, დამისახელეთ პარლამენტის უმრავლესობის გუნდზე უფრო მეტად გახსნილი სხვა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ან მითხარით, უფრო მეტი გახსნილობის ფორმა რა შეიძლება იყოს? თუ ვინმე მეტყვის, მათ შორის პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები, რას ნიშნავს, რომ გუნდს აკლია დიალოგის თუ გახსნილობის ფორმები, მოვისმენდი სიამოვნებით, რა არის ასეთი ფორმა. ჩვენ არ შეგვიქმნია არც ერთი სამუშაო ფორმატი, როდესაც არ შევთავაზეთ თანამშრომლობა პრეზიდენტის წარმომადგენლებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციითაც, პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე კონსულტაციებს მართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ეს ინფორმაცია უარყო და მმართველი გუნდი თვოთიზოლაციისგან გამოწვეული კონსპირაციის თეორიებისადმი მიდრეკილებაში დაადანაშაულა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 10, 2017 14:49