5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ეკა ბესელია: არ მგონია, რომ ივანიშვილმა კობახიძე პრემიერის პოზიციაზე დიდხანს დატოვოს

“მართლსმაჯულების სახლის” დამფუძნებელი და “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ეკა ბესელია არ ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე დიდხანს დარჩება.

ეკა ბესელია ილჰამ ალიევის გუშინდელ ვიზიტსა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდის მოვლენები და გარკვეული ინფორმაციები აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არ ჰგონია ივანიშვილმა კობახიძე დიდხანს დატოვოს.

,,ვერაფერი ისე ზუსტად ვერ გადმოსცემს, როგორი მმართველობა აქვს დრეს “ქართულ ოცნებას”, ერთი ადამიანის მმართველობა, სადაც პრემიერად წოდებული კობახიძე, როგორც ადიუტანტი რომ დადის ამ შეხვედრების დროს ბიზნესცენტრში.

მე არ მგონია, რომ კობახიძე დიდხანს დარჩეს პრემიერის პოზიციაზე. ბოლო პერიოდის მოვლენები და გარკვეული ინფორმაციები მაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ ის არა მგონია, რომ დიდხანს დატოვოს ივანიშვილმა,” – განაცხადა ტვ პირველთან ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიირანი: თუ ამერიკული ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენი პასუხი რეგიონს გასცდება
შემდეგი სტატიასასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი პატიმრობაში დატოვა