ეკა ბესელია: აჰმედ ჩატაევი მაშინ გაათავისუფლეს, როცა სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იყო

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

საბოლოო გადაწყვეტილებას პირის გათავისუფლების თაობაზე იღებს არა პროკურატურა, არამედ სასამართლო,- ასეთი კომენტარი გაკეთა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აჰმედ ჩატაევის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

„მხოლოდ სასამართლოა საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები. სასამართლოს შეუძლია, თუ მტკიცებულებების კუთხით არსებობს რაიმე სხვა სტანდარტი, სხვა რეალობა, არ დააკმაყოფილოს პროკურატურის პოზიცია“,-აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქით, ჩატაევის გათავისუფლება მოხდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოს ხელმძღვანელ პოზიციაზე იყვნენ ის ადამიანები, ვინც იყო წინა ხელისუფლების დროს დანიშნული.

„სასამართლოს გადაწყვეტილებებში ჩვენ არ ვერევით. შიდა სამზარეულო ამ საკითხზე არ ვიცი, უფრო უკეთ იცის ეს თეა წულუკიანმა და ამიტომ საუბრობს ის უფრო კონკრეტულად ამ თემაზე, თუცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ თემაზე არც თეა წულუკიანს და არც პროკურატურას არ მიუღიათ, ეს მიიღო სასამართლომ. ჩატაევის გათავისუფლება მოხდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ კოტე კუბლაშვილი იყო სასამართლოს თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: უსაფრთხოება დღეს ჩემი ქვეყნის და რეგიონის მთავარი საზრუნავია
შემდეგი სტატიაუკრაინა აზერბაიჯანს საერთაშორისო დერეფნის შექმნას სთავაზობს