ეკა ბესელია ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს გამოეხმაურა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.
ბესელიას განცხადებით, საქმე დროულად უნდა იქნას გამოძიებული და ყველა ის პირი ვინც ცემის ფაქტში მონაწილეობდა კანონის შესაბამისად დასჯილი.
“ჩვენ ადვოკატთა ინსტიტუციური გაძლიერებისთვის ვმუშაობთ და ცალკე გამოვიტანეთ იურიდიული დახმარების სამსახური, სწორედ ამ სამსახურს წარმოადგენდა გიორგი მდინარაძე, რომელიც სახელმწიფოს სახელით იცავს ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამსახურის გაძლიერება. ამიტომ ფაქტი რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ საჭიროებს ძალიან სწრაფ, მიუკერძოებელ, ობიექტურ გამოძიებას და იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც მონაწილეობდა მასში. მე მინდა გამოვუცხადო სოლიდარობა ამ ინსტიტუტს და იცით თქვენ, რომ იურიდიული დამხარების სამსახური არის დამოუკიდებელი, არ შედის არც ერთ სამინისტროში და პირდაპირ ანგარიშვალდებულია პარლამენტთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატებმა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. ცემის ფაქტი ჩრდილს და ზიანს აყენებს მთლიანად იმ რეფორმებს, რომელსაც ძალიან მნშვნელოვან ეტაპზე ახლა ვახორცილებეთ. ამიტომ, ასეთ ფონზე, როცა მსგავსი ფაქტი ხდება არ შეიძლება თვალის დახუჭვა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მზად არის ბოლომდე მონიტორინგი განახორციელოს ამ ფაქტზე და ის რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ეს იქნება სიგნალი, რომ მსგავსი მოპყრობა არის დაუშვებელი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ში 15 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება
შემდეგი სტატია“უფლებამოსილების დელეგირება მოხდა ადამიანზე, ვინც შეძლებს კომპანიის შეუფერხებელ საქმიანობას”